დაზღვევა შენი სახლის სიმყუდროვისთვის

შეიყვანე საკონტაქტო ნომერი და ჩვენი აგენტი დაგეხმარება შენს სახლზე მორგებული პოლისის შერჩევაში

აქცია

რა არის ქონების დაზღვევა?

ქონების დაზღვევა არის საუკეთესო გზა შენი სიმყუდროვის დასაცავად. შენზე მორგებული პოლისით შეძლებ დააზღვიო, როგორც უძრავი ქონება, ასევე მისი შიგთავსიც.

შენ შეგიძლია დააზღვიო :
სახლი

ბინა, კერძო სახლი, აგარაკი

კარკასი

სხვადასხვა სახის კონსტრუქციული ელემენტები

რემონტი

შენობის შიდა მოპირკეთება

ავეჯი

საყოფაცხოვრებო ავეჯი: სკამი, სავარძელი, მაგიდა, კარადა, საწოლი და ა.შ.

ტექნიკა

საყოფაცხოვრებო და მობილური ტექნიკა

ნივთები

საყოფაცხოვრებო ნივთები და საინჟინრო მოწყობილობები

აქცია

დააზღვიე ქონება

შეიყვანე საკონტაქტო ნომერი და ჩვენი აგენტი დაგეხმარება შენს სახლზე მორგებული პოლისის შერჩევაში.

აქცია

რისგან იქნება დაზღვეული შენი ქონება ?

ქონების დაზღვევა გიცავს იმ რისკებისგან, რომლებიც შესაძლებელია დადგეს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას.

თუ დაზღვეული ქონება დაზიანდა სახლში გაჩენილი ღია ცეცხლით, ანაზღაურდება ხანძრის შედეგად გამოწვეული ხარჯები.

თუ დაზღვეული ქონება, გაზქურის ან საშინაო მიზნებისათვის გამოყენებადი გამათბობლის, აფეთქების შედეგად დაზიანდა, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.

თუ დაზღვეული ქონება დაზიანდა ატმოსფეროში ბუნებრივი გიგანტური ელექტრონული განმუხტვის შედეგად, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.

თუ დაზღვეული ქონება დაზიანდა მიწისძვრის ბიძგების შედეგად, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.

თუ დაზღვეული ქონება დაზიანდა ან დაიკარგა შეღწევით ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობისა და ვანდალიზმის შედეგად, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.

თუ დაზღვეული ქონება დააზიანა იმ პირმა, რომელიც დაზღვეულ ობიექტზე მოხვდა შენი ან შენი ოჯახის წევრის თანხმობის/ნებართვის გარეშე, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.

თუ დაზღვეული ქონება დაზიანდა წყალ-საკანალიზაციო სისტემის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლის შედეგად, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.

თუ დაზღვეული ქონება დაზიანდა შტორმის, ქარიშხლის, გრიგალის, სეტყვის, წყალდიდობის, მეწყრის, ზვავის ჩამოწოლის ან უხვთოვლიანობის შედეგად, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.

მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა

მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის შემთხვევაში მესამე პირს აუნაზღაურდება ზარალი, რომელიც გამოწვეული იქნება შენს სახლში დამდგარი შემდეგი რისკებისგან:

  • ხანძარი
  • აფეთქება
  • დატბორვა
აქცია

დააზღვიე ქონება

შეიყვანე საკონტაქტო ნომერი და ჩვენი აგენტი დაგეხმარება შენს სახლზე მორგებული პოლისის შერჩევაში.

აქცია

ხშირად დასმული კითხვები

ქონების დაზღვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, შესაძლოა უამრავი კითხვა დაგებადოს. კითხვები კი ძირითადად შემდეგია:

არა, დასაზღვევი სახლი უნდა იყოს ექსპლოატაციაში შესული

სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას სახლს ვერ დააზღვევ. თუმცა, როცა დაასრულებ, შეგიძლია მაშინვე მოგვმართო.

სადაზღვევო თანხა ჩაირიცხება მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 დღეში

შენ შეგიძლია დააზღვიო სხვის საკუთრებაში არსებული სახლი, თუ გექნება ნებართვა მესაკუთრისგან.

სადაზღვევო პრემიის გადახდა შეგიძლია - ერთიანად, 6 თვეში ერთხელ, კვარტლურად, ყოველთვიურად.

სადაზღვევო კონტრაქტი იდება 1 წლის ვადით.

როგორ უნდა მოვიქცე სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას?

01

შეინარჩუნე სიმშვიდე!

02

შეატყობინე შემთხვევის შესახებ 112-ს

03

შეგვატყობინე შემთხვევის შესახებ
2 444 999

აქცია

დააზღვიე ქონება

შეიყვანე საკონტაქტო ნომერი და ჩვენი აგენტი დაგეხმარება შენს სახლზე მორგებული პოლისის შერჩევაში.

ზემოთ